
"ბეთლემის ქოხი" საქართველოში ყველაზე მაღლა (3653 მ.) მდებარე შენობაა. მისი ისტორია ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 20-იან წლებში დაიწყო, როცა მყინვარწვერზე პირველი ქართული ასვლების დროს, მთამსვლელების თავშესაფრის, მთის ქოხის აშენება გადაწყდა.
1933 წელს 3653 მეტრ სიმაღლეზე აშენდა ხის შენობა, რომელსაც 1929 წელს მწვერვალ თეთნულდზე დაღუპული ალპინისტის სიმონ ჯაფარიძის სახელობის ქოხი ეწოდა.
1941 წელს ამავე ადგილზე დასრულდა ქვის მტკიცე ნაგებობის მშენებლობა - ეს გახლდათ მთამსვლელების თავშესაფარი, რომელიც რამოდენიმე წლის განმავლობაში მეტეოროლოგიური სადგურის ფუნქციასაც ითავსებდა.
თავშესაფარს 1998 წლიდან "ბეთლემის ქოხი" ეწოდა. იგი ყოველწლიურად ათასობით ქართველი და უცხოელი ტურისტისა და ალპინისტის ღამისსათევი ადგილია მყინვარწვრის მწვერვალისაკენ მიმავალ გზაზე.

საქართველო, ყაზბეგის რაიონი მწვერვალ მყინვარწვერის ფერდობი 3653 მეტრი ზღვის დონიდან
კოორდინატები: X 46.17.88.85; Y 47.25.382.01
ტელეფონი: +995 32 922553, +995 32 143939
